სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, სანაპიროზე ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და პასატის მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ავტოავარიის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები