გიორგი აბაშიშვილი: საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას ოკუპაციის საკითხს დაუთმობენ

“საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების დღის წესრიგით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხი არ განიხილება”, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
აბაშიშვილის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისას, საუბრის მთავარი თემა ოკუპაცია და რუსეთის აგრესიული ქმედებები იქნება.
“მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, შედგა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ცხადია, ორი ქვეყნის პრეზიდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ოკუპაციის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მოინახულებს საოკუპაციო ზოლს, იქ არსებულ ვითარებას. საქართველოს და უკრაინას აერთიანებთ მრავალი საერთო საკითხი, მათ შორის რუსეთის საკითხი”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები