„ექსტრამუსიკალური მუსიკაში“: რეზო კიკნაძესთან შეხვედრა გაიმართება

 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორთან, კომპოზიტორთან და შემსრულებელთან რეზო კიკნაძესთან შეხვედრა გაიმართება. ლექციის თემაა – „ექსტრამუსიკალური მუსიკაში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ- მუზეუმში პირველად გაიმართება შეხვედრა – ლექცია მუსიკის თანამედროვე შეხედულებებისა და აღქმის შესახებ. შეხვედრა 21 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების მიზანია მუზეუმისთვის აქამდე უცხო აუდიტორიის დაინტერესება, ახალგაზრდა თაობის მოზიდვა მათთვის საინტერესო თემების საშუალებით.
ლექციის ფარგლებში „ექსტრამუსიკალური მუსიკაში“, კომპოზიტორი რეზო კიკნაძე ისაუბრებს მუსიკის განვითარების, მისი საზღვრებისა და გამოსახვის საშუალებების გაფართოების შესახებ.
ამათან დაკავშირებით საინტერესოა თავად კომპოზიტორის სიტყვები: „ჩემს მუსიკალურ შთაგონებას ვპოულობ სრულიად ექსტრამუსიკალურ რეალობაში, როგორიც არის რაიმე მოცემულობის პარამეტრების გადმოტანა და ე.წ. „მეფინგი“ მუსიკალურ პარამეტრებზე“.
შეხვედრა-ლექციის ფარგლებში თემატურად წარმოდგენილი იქნება ვიზუალური და აუდიომაგალითები. შეხვედრის ორგანიზატორია თბილისის მუზეუმების გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები