ოპერის თეატრის საიუბილეო სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით – „აბესალომ და ეთერი“ დაიხურება

19 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 165-ე საიუბილეო სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ დაიხურება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, ოპერის თეატრი სპექტაკლს „აბესალომ და ეთერი” უძღვნის მისი დამდგმელი რეჟისორის, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, მემედ აბაშიძის სახელობის პრემიების, ალექსანდრე პოპოვის, ალბერტ შვაიცერის მედლების, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდების მფლობელის, რეჟისორ გიჟო ჟორდანიას ხსოვნას.
მთავარ პარტიებს შეასრულებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები: კახაბერ თეთვაძე, არმაზ დარაშვილი, ნატალია ვოლჩენკო, მარიკა მაჩიტიძე, ხათუნა ჭოხონელიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მანანა იორდანიშვილი, ფილიპე ღაჭავა, თამაზ საგინაძე, გიორგი მჭედლიშვილი.
წარმოდგენაში მონაწილეობს: თბილისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”.
დირიჟორი – პაპუნა ღვაბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები