პრემიერი: საქართველო მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის, ნატოს წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამბასადორიალი 2017-ზე სიტყვით გამოსვლისას, ნატო-საქართველოს ურთიერთობას შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო მთლიანად იზიარებს ნატოს ღირებულებებს და მზად არის, წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს.
როგორც მან განაცხადა, ევროპელი პარტნიორების ძალისხმევითა და დახმარებით, ქვეყანაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„განსაკუთრებულია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძალისხმევითა და დახმარებით, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მათი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით გვეხმარება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასა და ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენს ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უპირობო აღიარებად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო პარტნიორად. საქართველო აღიარებულია, როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის, წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს. მაისის საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის თითქმის 70-წლიან ისტორიაში იყო სულ მეხუთე შემთხვევა, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არაწევრ სახელმწიფოში ჩატარდა. ოთხივე ის ქვეყანა, რომელმაც მანამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, დღეს ორგანიზაციის წევრი გახლავთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები