ოკუპანტებმა კიდევ ერთი მწყემსი გაიტაცეს

 

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს.
დაკავებული სოფელ ავლევის მცხოვრები 62 წლის მამაკაცია. ის საქონელს მწყემსავდა.
მწყემსის დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ  ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.
გუშინ ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ წითელუბნის საძოვრებზე კიდევ ორი მწყემსი – ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები