თეირანის მეტროს სადგურში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა

თეირანის მეტროს ერთ-ერთ სადგურში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია. თავდამსხმელი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ISNA პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაციას კი სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიცია იძულებული გახდა, ცეცხლი გაეხსნა. თავდამსხმელი მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები