ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია დასრულდა
„არა ოკუპაციას”- ამ სლოგანით აქცია ბერშუეთში დასრულებულია. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს, სოფელ ბერშუეთში შეიკრიბნენ და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.
„სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია“ – ამ წარწერით მწვანე ბანერი საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს დატოვეს ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა.
პერიმეტრი, სადაც აქცია მიმდინარეობდა, საპოლიციო ლენტით იყო შემოსაზღვრული. უსაფრთხოებას ადგილზე სამართალდამცავები უზრუნველყოფდნენ.