მამუკა კაციტაძე: პოლიტიკური ოპოზიცია მზად არის შეთანხმებისთვის ხელისუფლებას შეხვდეს

ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებას სხვადასხვა საკითხებზე ესაუბროს, მათ შორის, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. მისივე თქმით, პოლიტიკური ოპოზიცია შეთანხმებაზეა ორიენტირებული.
“დღეს ძალიან გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა პოლიტიკური ოპოზიცია, 20 პოლიტიკური ორგანიზაცია ახლა გახლავთ „თბილისი მერიოტში“, რომელმაც მიიღო ერთი და მთავარი გადაწყვეტილება, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას, მზად ვართ, ყველა საკითხზე ვისაუბროთ, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით და ორიენტირებული ვართ შეთანხმებაზე და კონსენსუსზე. აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ შეთანხმებას და კონსენსუსს სჭირდება ორმხრივი კომპრომისები. მივმართავთ როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს თუ საქართველოს მოქალაქეს”,- განაცხადა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები