თენგიზ ფხალაძე: პრეზიდენტის ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რომ საუკეთესო შედეგი გვქონდეს იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს ევროპული გზა ჰქვია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ევროინტეგრაციის საკითხზე კომენტირების დროს განაცხადა, რომ ბრიუსელის სამიტისთვის მზადება საქართველოსთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამოცანა. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა წელს სამიტისთვის მზადებისკენაა მიმართული.
„მზადება ბრიუსელის სამიტისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამოცანა საქართველოსთვის. ბრიუსელის სამიტი, რომელიც იმართება უაღრესად გამოწვევებით აღსავსე გარემოში და რომელმაც საკმაოდ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც დაწინაურებული არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ბუნებრივია, საქართველო ემზადება თავისი დღის წესრიგისთვის, თავისი კონკრეტული იმ საკითხების განხილვისთვის, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ძალისხმევა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, პრეზიდენტის მიმართულია იქეთკენ, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგები გვქონდეს იმ სტრატეგიული მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული გზა“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები