„არა ოკუპაციას!“ – ბერშუეთში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს

„არა ოკუპაციას“! – ამ სლოგანით ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ კვირას ე.წ. საზღვარი კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწიეს, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები რუსეთის უკანონო ქმედებებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობით ბანერთან მივიდნენ, სადაც, ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, ჯაჭვი შეკრეს. აქცია ჟურნალისტების მიერ დაიგეგმა და მასში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას ადგილზე სამართალდამცავები უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები