კობა ნარჩემაშვილი: პროპორციული საარჩევნო სისტემის 7 წლით დაგვიანებით ამოქმედება შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო

“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის 7 წლით დაგვიანებით ამოქმედება შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, არსებული რესურსის პირობებში, ოპტიმალურია“პროპორციული საარჩევნო სისტემის 7 წლით დაგვიანებით ამოქმედება იმ შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო, რომელიც არსებობდა. სხვა რესურსი, უბრალოდ, არ იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე წავედით.
ეს ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან სხვა შემთხვევაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, შეიძლება, საერთოდ არ ყოფილიყო მიღებული”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები