გულიკო ზუმბაძე: უსახლკაროდ რომ ცხოვრობს ადამიანი, ის არ არის მოქალაქე

“ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, ბიუჯეტში ჩავსვათ უსახლკაროთა პრობლემა თუ ავაშენოთ სოციალური სახლი”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
გულიკო ზუმბაძე თვლის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, სასწრაფოდ უნდა მოინახოს გზები. ზუმბაძე დედაქალაქის ხელმძღვანელობას რეკომენდაციით მიმართავს.
“ადამიანი როდესაც უსახლკაროდ ცხოვრობს, ის არ არიას მოქალაქე, ვერ ზრდის სათანადოდ შვილებს და სხვა ტიპის ადამიანებად ყალიბდებიან და ეს საბოლოოდ, აისახება ერის განვითარებაზე. მათი ძირითადი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი ადამიანები, ჩვენ უამრავ ადამიანს ვუხდით ქირას და ამ ქირით მივიღებთ ძალიან დდ ციფრს, რითაც 50% მაინც შევძლებთ პრობლემის გადაჭრას. ეს თემა ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ვისურვებ, ეს სამსახური შეიქმნას მერიაში და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მოგვარდეს ეს პრობლემა,“-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები