გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპარლამენტარები – კატი პირი, ედუარდ კუკანი, ანა გომესი, არნე ლეტსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს ოკუპაციისა და საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი შეეხო კონსენსუსის არ არსებობას, დიალოგის დეფიციტს, ასევე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს და იმ ცვლილებებს , რომლებიც შედის კანონმდებლობაში ამ მიმართულებით.
ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ კონკრეტულად ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილია. ევროპარლამენტარები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით.
„საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ყველას რეკომენდაციაა დიალოგი, რათა დოკუმენტს ლეგიტიმაცია ჰქონდეს. ამ შეხვედრაზეც ცხადია ამაზე იყო საუბარი.
და ეს საუბარი არამარტო ჩვენთან იყო, იყო იმ ადამიანებთანაც საუბარი ვინც უშუალოდ არიან ამ პროცესში ჩართული, მათ შორის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან. როდესაც ასეთია ვითარება და ამ დროს ჩვენ კიდევ მიზეზებს ვეძებთ იმისათვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგას, ამას არანაირი გამართლება არ აქვს.
ჩვენ შეიძლება მივიღოთ დოკუმენტი, მაგრამ ეს დოკუმენტი იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. მოწოდებები გაისმის, მაგრამ ჩვენ რეალურად გადადგმული ნაბიჯები სამწუხაროდ დღემდე ვერ ვნახეთ”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები