ბათუმში, წლის ბოლოს, 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი გამოჩნდება

ბათუმში, წლის ბოლოს, 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი გამოჩნდება. შესაბამის შეთანხმებას, ბათუმში დღეს მოეწერა ხელი. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს. ეს პროექტი კავკასიის მასშტაბით პირველია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის ელექტროავტობუსებით ანუ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით შევსებას ითვალისწინებს. უკვე განსაზღვრულია კონკრეტული მარშრუტიც – ელექტროავტობუსები აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის გავლით, რკინიგზის სადგურის მიმართულებით იმოძრავებენ.
პროექტი EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 5, 5 მილიონ ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი, გრანტის სახით, 1.5 მილიონ ევროს გადასცემს. ბათუმის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებაც გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები