ვიქტორ დოლიძე: ლავროვის განცხადება არის გამოძახილი იმის, რომ ჩვენ სწორად ვმოქმედებთ

“სამწუხაროა ლავროვის ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ვერ შევიცვლით ტაქტიკას და პრინციპებს”, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ლავროვის განცხადება იმის გამოძახილია, რომ ქართული მხარე სწორად მოქმედებს.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი თემა, რომელსაც არ დავთმობთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ალბათ არის გამოძახილი იმის, რომ ჩვენ მართლაც სწორ გზას ვადგავართ, სწორად ვმოქმედებთ და თანმიმდევრულად მივდივართ. ძალიან სამწუხაროა მისი ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ვერ შევიცვლით ტაქტიკას და პრინციპებს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა შესაძლებელია საერთაშორისო ბერკეტების მობილიზებით და სწორედ ამის გამოძახილია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპარლამენტარების ვიზიტიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები