კაჭრეთში ახალგაზრდა მამაკაცს მიკროავტობუსი დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანის რაიონში, კაჭრეთის საავტომობილო გზაზე, ახალგაზრდა მამაკაცს სამარშრუტო მიკროავტობუსი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის  მოშორებით გადავარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალში“ განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, მამაკაცს საჭირო სამედიცინო კვლევები უტარდება, რის შემდეგაც რეანიმაციაში გადაიყვანენ.
შს სამინისიტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას, გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები