იან კელი: საქართველოს სუვერენული უფლებაა ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ ქვეყანასთან, ასევე ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად

„საქართველოს სუვერენული უფლებაა, ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ ქვეყანასთან, ასევე, ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.
ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მაღალ დონეზე აყვანა მხოლოდ ურთიერთობის ნორმალიზაციის შემდეგ არის შესაძლებელი.
„საქართველოს სუვერენული უფლებაა, ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ ქვეყანასთან, ასევე, ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად. რაც შეეხება განცხადებას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე უნდა ავიდეს, შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ უნდა მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზაცია, აღმოიფხვრას პრობლემები, რაც ადამიანებს ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებაში, ურთიერთობებში და ამის შემდეგ გადავიდეს სხვა ეტაპზე. ვიმეორებ, საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს ურთიერთობა რუსეთთან, გადაწყვიტოს, რა გაერთიანებებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ საფუძველი ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა გახდეს“, -განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები