მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები