The Independent: კრემლის ჯარებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასაზღვრო ბანერები რამდენიმე ასეული მეტრით გადაწიეს

“კრემლის ჯარებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასაზღვრო ბანერები რამდენიმე ასეული მეტრით გადასწიეს”, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “The Independent”-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფაქტი, პუტინსა და ტრამპს შორის „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრამდე მოხდა. როგორც “The Independent”-ი წერს, საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. გამოცემას საქართველოს პრეზიდენტის განცხადებიდან ციტატა მოჰყავს.
„საქართველო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ ბერკეტს, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად“, -აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები