დავით დონდუა: მაშფოთებს გამალებული მილიტარიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების, ორივე რეგიონში – აფხაზეთშიც და ცხინვალშიც

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, შემაშფოთებელია გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის დროებითი დოკუმენტების დარიგება.
„მაშფოთებს გამალებული მილიტარიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების, ორივე რეგიონში აფხაზეთშიც და ცხინვალშიც. ასევე გვაშფოთებს, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება იწყებს გალის რაიონში დროებითი დოკუმენტების დარიგებას ქართველი მოსახლეობისთვის, რომლითაც ისინი ფაქტიურად საკუთარ მიწა-წყალზე ხდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა დავით დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები