მურატ ჯიოევი: ხშირია ხანძრის შემთხვევები, ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ხნული

საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე შეხვედრის მთავარი საკითხი ბორდერიზაცია და სოფელ ბერშუეთსა და სობისში ე.წ. საზღვრის ახალი მანიშნებლების დამონტაჟება იყო. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოითხოვეს, რომ საოკუპაციო ზოლში მოხვედრილ მიწის ფართობზე ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღების საშუალება მიეცეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა რუსი სამხედროების მიერ ქარელის რაიონის სამ სოფელში ე.წ. საზღვართან გავლებულ ხნულს ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი უწოდა.
„მინდორში ხშირია ხანძრის შემთხვევები, ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ხნული – ეს ხანძარსაწინააღმდეგო ზოლია. რაც შეეხება ბერშუეთს, მოსახლეობას უნდა ეფიქრა, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ დაეთესა მოსავალი“, – განაცხადა მურატ ჯიოევმა.
ქარელის რაიონის სამ სოფელში – კნოლევში, ცერონისსა და ავლევში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები