ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო

ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლებს საოკუპაციო რეჟიმმა პირველი ე.წ. ბინადრობის მოწმობები გადასცა. 2016 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის ე,წ პარლამენტის მიერ მიღებული “კანონით”, “უცხოელთა აფხაზეთის რესპუბლიკაში სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”, ბინადრობის უფლება ენიჭებათ იმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე 1991 წლის ჩათვლით დაიბადნენ და აფხაზეთში 1999 წლის 12 ოქტომბრიდან მუდმივად ცხოვრობენ, ხოლო მოქალაქეობის მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პირი სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობაზე იტყვის უარს.
პირველი იანვრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში სულ 36 ე.წ. აფხაზური პასპორტია გაცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები