მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სამინისტრო დაცვის მხარეს დღეს გადასცემს

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა 2017 წლის 31 მაისს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა.
სამინისტრომ განიხილა აღნიშნული განაცხადი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. აღნიშნული კანონის თანახმად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
სამინისტროს მიერ მომზადებული გადაწყვეტილება 2017 წლის 7 ივლისს ხელზე გადაეცემა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ინტერესების დამცველ ადვოკატს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები