ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს გამომძიებლები და ოქრომჭედლები დაიკითხებიან

ე.წ ციანიდის საქმის დღევანდელ პროცესზე პროკურატურა 20 მოწმეს წარმოადგენს, მათ შორის არიან გამომძიებლები და ოქრომჭედლები. პროკურორის თქმით, სწორედ ეს ოქრომჭედლები დაადასტურებენ, რომ ნატრიუმისა და კალიუმის ციანიდს ოქრომჭედლობაში არ იყენებენ.
„კატეგორიულად დაადასტურებენ იმას, რომ ოქრომჭედლობაში არ იყენებენ ციანიდს. თქვენ გახსოვთ, რომ სწორედ ამას აცხადებდა წინა სხდომაზე დაცვის მხარე“, – განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ.
დაცვის მხარისთვის კი ოქრომჭედლების განმარტება მიუღებელია .
შეგახსენებთ, რომ პროკურორის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე, ჯამში, 60-მდე მოწმე დაიკითხა და დასაკითხია კიდევ 108 მოწმე.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა ანგარებით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვას ედავება. წარდგენილი ბრალდებები 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები