პრეზიდენტმა 4 შვილის დედა – თეა სირაძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა – თეა სირაძე შეიწყალა.
კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონს, 37 წლის თეა სირაძეს, რომელიც ოთხი შვილის დედაა, 28 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. მას ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
არსებული ინფორმაციით, თეა სირაძემ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები