თედო კობახიძე: საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ხმაურის შესახებ კანონი

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
“ახალი კანონის მიხედვით, სანქციები განისაზღვრება დასახლებულ ადგილებზე და “პიროტექნიკაზე“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც კანონში ხმაურთან დაკავშირებით, შესწორების სახით შევიდა.
„საქართველოს პარლამენტმა ხმაურთან დაკავშირებით კანონი მესამე მოსმენით მიიღო, დაემატა მუხლები,რომელიც განსაზღვრავს ზღვარგადასული ხმაურის აკრძალვას, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ასევე, პიროტექნიკაზე. რაც შეეხება სანქციებს, პირველ ჯერზე, იქნება გაფრთხილება, გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია და გამოვლინდება და კანონდამრღვევი პირი, რომელსაც მისცემენ სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო თუ იგივე პირის მიერ განმეორებით მოხდა მსგავსი შემთხვევა, იქნება ფულადი ჯარიმები, მესამე შემთხვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300-ლარიანი ჯარიმით,ხოლო იურიდიული – 500 ლარით,“-განაცხადა თედო კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით დეციმილებს, და იმას, თუ რა იქნება დასჯადი, განსაზღვრავს მთავრობა როგორც თედო კობახიძე განმარტავს, ეს პირველ აგვისტომდე განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები