გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს

“ბიძინა ივანიშვილი რომ ჩვენ გუნდის წევრია, ეს სიახლე არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს და ამაში გასაკვირი არაფერია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გია ვოლსკი არ თვლის, რომ ეს ფაქტი არჩევნების შედეგზე აისახება და ვინც ,,ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა ის ისევ დაუჭერს.
“ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია ყველასთვის ცნობილია. მისი უშუალო მონაწილეობა არა თუ ამ, არამედ სხვა პროცესებშიც მოგონილია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ კალაძეს საინტერესო ხედვები აქვს და პარტიამ, მისი კანდიდატურის წამოყენებით, სწორი არჩევანი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები