ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შესახებ მეცნიერებმა ახალი ინფორმაცია მიიღეს

კანადელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღეს. მათ დაადგინეს, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. კვლევის შედეგები ჟურნალ “Nature”-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და იაპონიაში არსებული სიტუაცია შეისწავლეს.  კვლევების მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 100-წელზე მეტია.
შესაბამისად, კანადელმა მკვლევარებმა ამერიკელი მეცნიერების მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული მონაცემები უარყვეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 115 წელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები