თურქეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს აკრიტიკებს

„თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ამ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს და რომლის მოქალაქეები გამარტივებული სავიზო მიმოსვლით არ სარგებლობენ“.  ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ანკარაში გამართულ თურქეთ-უნგრეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთის ევროპულ სტრუქტურებთან დიალოგს 40 წლის განმავლობაშ აწარმოებს, მაგრამ გამარტივებული სავიზო რეჟიმითა არ სარგებლობს, მაშინ როდესაც გამარტივებული მიმოსვლა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაწესდა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ბრიუსელთან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. „ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციის გზაზე ყველანაირი დაბრკოლება იგება“ –  განაცხადა ილდირიმმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონის უსაფრთხოებისთვის ძალზე დიდ სამუშაოს ეწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები