ბრაზილიის პრეზიდენტის რეზიდენციას ავტომობილი შეეჯახა

ბრაზილიის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი ქვეყნის დედაქალაქში, ქალაქ ბრაზილიაში მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლის დაცვამ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.
თავდამსხმელის მოტივები უცნობია. ბრაზილიის პრეზიდენტი ინციდენტის დროს სასახლეში არ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები