ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ყოფილ ლიდერს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ყოფილ ლიდერს პაკ კინ ხეს და დაზვერვის ხელმძღვანელს ლი ბენ ხოს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე, კიმ ჩენ ინზე თავდასხმის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. შესაბამისი განცხადება ჩრდილოეთ კორეის უშიშროების სამინისტრომ და ცენტრალურმა პროკურატურამ გაავრცელეს.
ფხენიანმა პაკ კინ ხეს და ლი ბენ ხოს ჩრდილოეთ კორეისთვის გადაცემა მოითხოვა, ვინაიდან ისინი „სახელმწიფო ტერორიზმს“ ეწეოდნენ. ფხენიანის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასჯელის სისრულეში მოყვანა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ფორმით უნდა მოხდეს და ეს ადამიანები „ძაღლური სიკვდილით უნდა მოკვდნენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები