ასტრონომებმა ბეთელჰეიზეს ფოტოები მიიღეს, რომლის აფეთქებაა მოსალოდნელი
ევროპის ობსერვატორიის ასტრონომებმა უახლესი მიკროტალღური ტელესკოპის მეშვეობით ბეთელჰეიზეს ფოტოები მიიღეს. ეს ვარსკვლავი მზის სისტემიდან დაახლოებით 600 შუქის წლის დაშორებით მდებარეობს და დაახლოებით 10 ათასი წლის შემდეგ ვარსკვლავი არსებობას შეწყვეტს.
ბეთელჰეიზე ამჟამად ვარსკვლავის ევოლუციის ბოლო ეტაპზეა. ის „წითელი გიგანტების“ ჯგუფს მიეკუთვნება. რამდენიმე ათასი წლის შემდეგ ვარსკვლავი აფეთქდება, თუმცა მზის სისტემას ეს საფრთხეს არ უქმნის.
განვითარების ამ ეტაპზე ვარსკვლავები, რომლებმაც წყალბადის მარაგი ამოწურეს, ჰელიუმის წვას იწყებენ, რის შედეგად ვარსკვლავის ზომა იზრდება და ის კოსმოსში დიდი რაოდენობით ნივთიერებას უშვებს, რაც ნისლეულს ქმნის.
ამის გამო ვარსკვლავზე დაკვირვება საკმაოდ რთულია. ბეთელჰეიზეს გარშემო მტვერის და გაზის ფენაა. ამიტომ ასტრონომები მიკროტალღურ და ინფრაწითელ ტელესკოპებს იყენებენ.