„კასინიმ“ სატურნზე მზის ამოსვლა გადაიღო
კოსმოსურმა ზონდმა „კასინიმ’ სატურნზე მზის ამოსვლის ფოტოები გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. ფოტოები „ნასას“ საიტზე გამოქვეყნდა.
ამჟამად „კასინი“ თავისი მისიის დასრულებისთვის ემზადება. ის 22 აპრილს სატურნის თანამგზავრს, ტიტანს მიუახლოვდა. ამის ხარჯზე „კასინიმ’ ფრენის ტრაექტორია შეცვალა და სატურნთან შეჯახების კურსს დაადგა. მიმდინარე წლის სექტემბერში ზონდი სატურნის ატმოსფეროში უნდა დაიწვას, თუმცა მანამდე მან სატურნსა და მის რგოლებს შორის 22-ჯერ უნდა გაიფრინოს.
სატურნზე მზის ამოსვლის ფოტოების გადაღების შედეგად მეცნიერები პლანეტის რგოლების სტრუქტურაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ასევე „კასინის“ მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ფოტოები სატურნის ატმოსფეროს შესახებ ახალ მონაცემებსაც შეიცავს.