სერგეენკო ბიძინა ივანიშვილზე: ის კარგადაა, ჯანმრთელადაა და ჯანმრთელობას ვუსურვებ

“ის კარგადაა, ჯანმრთელადაა და ჯანმრთელობას ვუსურვებ”, – ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ყოფილი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ შეკითხვას.
სერგეენკო „ჭორს“ უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
“მართალი გითხრათ, ჩემთვის უკვე საკვირველია, იმიტომ, რომ მეათედ მეკითხებიან ამის შესახებ. განცხადება გააკეთა, რამდენადაც ვიცი, თვითონ ბატონმა ბიძინამაც, მისმა ახლობლებმაც, რომ მსგავსი არაფერია. ის კარგადაა, ჯანმრთელადაა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. რაც შეეხება ამ ჭორების გენერატორებს და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ, კარგი იქნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები