ამერიკელი ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მზის სისტემაში შეიძლება კიდევ ერთი პლანეტა იყოს

აშშ-ის არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მზის სისტემაში შეიძლება კიდევ ერთი პლანეტა არსებობდეს, რომელიც მარსის ზომის არის.
ასტრონომების ვარაუდობენ, რომ პლანეტა „კოიპერის რკალში“ მდებარეობს, რომელიც ნეპტუნის ორბიტის მიღმაა.  იქ ბევრი ყინულის კოსმოსური სხეული არსებობს.
ასტრონომების გაანგარიშებით, ახალი პლანეტა მზისგან 50 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული, მილიონობით წლის წინ, ობიექტი მზესთან უფრო ახლოს მდებარეობდა, მაგრამ დროის განმავლობაში, მას დაშორდა. ოფიციალურად ეს თეორია არ დადასტურებულა.
ამჟამად მზის სისტემაში დადასტურებულად 8 პლანეტა არსებობს. მერკურის რამდენიმე წლის წინ პლანეტის სტატუსი წაართვეს, თუმცა ამ გადაწყვეტილებასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები