საკრებულოში საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საინვესტიციო კომპანია სს „აი ჯი კაპიტალ ინვესტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა და დოკუმენტს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა და კომპანიის „აი ჯი კაპიტალ ინვესტი“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე თეთროშვილმა მოაწერეს.
საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმის მიზანი თბილისში ინვესტორების მოზიდვა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ინვესტორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვაა.
მემორანდუმის ხელმოწერის წინ, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს მხრიდან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები