ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთო მანქანის მძღოლი დაშავდა

ქუთაისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთო მანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა წყალწითელას ხიდთან მოხდა, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, მომხდარის შედეგად, სატვირთოს მძღოლი მძიმედ დაშავდა, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტოს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები