„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ბრიფინგზე განაცხადა და რიგგარეშე სხდომებისადმი ბოიკოტირების გამოცხადების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება განმარტა.
„ჩვენ არ გვესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი ფორსირებულად რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომელიც ასევე გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა ბოლომდე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და ის დავტოვეთ. შემოვიდა ერთი დოკუმენტი და ზეპირი განცხადებით, გვეუბნებიან მეორეს. ამ დოკუმენტის ძირითადი ნაწილი ძალაში შევა რვა წლის შემდეგ და გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ზეპირი მონათხრობით კი გვეუბნებიან, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება კვლავ შერეული სისტემით, სადაც დარჩება არჩევნების მაჟორიტარული წესი. ჩვენ არ ვიცით, რას ვიხილავთ, ერთადერთი გვითხრეს ის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა იქნება გაუქმებული “, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები