ზაზა გაბუნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას პოზიტიურად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას პოზიტიურად აფასებს. იგი აცხადებს, რომ ამ კანდიდატის მხარდაჭერით, ხელისუფლება სასამართლოს განვითარების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობას უჭერს მხარს.
“ჩვენ მხარი დავუჭირეთ ნაზი ჯანეზაშვილს, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, როგორც პროფესიონალს და სასამართლო სისტემის გულშემატკივარს. ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლება ვამბობთ, რომ ჩვენთვის – ხელისუფლებისთვის, სასამართლო სისტემის განვითარების პროცესში, სამოქალაქო სექტორი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი“, – წერს გაბუნია.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 4 არამოსამართლე კანდიდატს უყარეს კენჭი. პარლამენტმა კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი და ზაზა ხარებავა აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები