“მანქანები 3” და მაკქუინი კინოეკრანებზე დაბრუნდა

15 ივნიდან თბილისის კინოთეატრებში – ვოლის, ნემოს ძიებაში, დამბოსა და ალისა საოცრებათა ქვეყანაში შემქმნელებისგან, კიდევ ერთი სათავგადასავლო ჟანრის ანიმაცია “უოლტ დისნეი ფიქჩესისა” და “პიქსარ სტუდიოს” ერთობლივი ნამუშევარი – “მანქანები 3” -ის პრემიერა შედგა.
2006 წელს გამოსული  ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ანიმაციის “მანქანებისა” და “მანქანები 2”- ის გაგრძელებას კრიტიკოსები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მთავარი გმირი ლაითინგ მაკქუინი სუპერთანამედროვე კონკურენტთან დამარცხების შემდეგ მწვრთნელის დახმარებით ძალებს აღიდგენს, რათა მარცხის შემდეგ დაუმტკიცოს ყველას, რომ ასაკის მიუხედავად მისთვის ყველაფერი შესაძლებელია. მისი მოწინააღმდეგე ჯეკსონ შტორმი აღჭურვილია სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებითა და საათში 200 კმ-ს ავითარებს.
ლაითინგ მაკქუინს ყველაზე გამოცდილი მწვრთნელები ეხმარებიან, რათა სხვადასხვა ხრიკების საშუალებით მოახერხოს უსწრაფესი მოწინააღმდეგის დამარცხება.
შეძლებს თუ არა იგი ამ ეტაპზე  რბოლის მოგებას გაუვალი ტყის ტრასაზე?! დაეხმარება,თუ არა მწვრთნელების რჩევა გამარჯვების მოპოვებაში შეგიძლიათ დღეიდან საქართველოს კინოთეატრებშიც იხილოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები