დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დღეს პატრიარქს შეხვდება

პატრიარქი ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს დღეს, 13:00 საათზე შეხვდება.
როგორც დეკანოზის ძმა აცხადებს, საპატრიარქოში დეკანოზის მშობლები, მეუღლე და ძმა ადვოკატების გარეშე მივლენ.
დეკანოზის ძმა ამბობს, რომ შეხვედრაზე ყურადღება მამა გიორგის მიერ ოჯახისთვის გაგზავნილ წერილზეც გამახვილდება, სადაც დეკანოზი შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის საქმით დაინტერესებაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები