“ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია”

აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რაც გაავრცელეს ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რაც გაავრცელეს ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საკმაოდ მძიმე სურათს, რომელიც ჩამოყალიბებულია. მე გთხოვთ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან არის უმარტივესი, ძალიან ბინძური კამპანია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები