მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია

შუახნის მამაკაცს, რომელიც ჯავახიშვილის ქ. N9-ში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა, ოპერაცია ჩაუტარდა და სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მათივე ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. მამაკაცი, მრავლობითი მოტეხილობებით, კლინიკაში დღეს მოათავსეს. იგი სამშენებლო ობიექტის მე-3 სართულიდან ჩამოვარდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები