„არასწორი შეფასებაა ის,რომ ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ საკონსტიტუციო რეფორმებს“

“არასწორი შეფასებაა ის, რომ თითქოს ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავდეთ საკონსტიტუციო რეფორმებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, საკონსტიტუციო მოდელის განხილვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო.
„არასწორი შეფასებაა ის,რომ თითქოს ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავდეთ საკონსტიტუციო რეფორმებს. რას ნიშნავს დაჩქარებული წესი? როცა ჯერ ოთხი თვე ვიხილავდით, ჯერ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში, შემდგომ ერთთვიანი საყოველთაო განხილვა იყო, მე მგონი ადამიანი არ არის დარჩენილი საქართველოში ვისაც ასე თუ ისე, წარმოდგენა არ აქვს ამ ცვლილებებზე, ვინაიდან ვენეციის კომისიის დასკვნა ჩვენ არ გვქონდა 16 რიცხვამდე, სწორედ ამიტომ, ჩვენ მანამდე არ დავიწყეთ პარლამენტში მისი განხილვა და ვთქვით, რომ 16 რიცხვის შემდგომ დავიწყებდით, მაგრამ იმავდროულად, კონსტიტუცია ითვალისწინებს ასეთ რამეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებისათვის აუცილებელია პირველი ორი მოსმენა ჩატარდეს ერთ სესიაზე, ანუ თავად კონსტიტუციურმა დათქმამ დაგვაყენა ამ მოცემულობის წინაშე“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები