ევროკავშირის პროგრამა „DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით, საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში 20 ივნისს „DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობას პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იღებდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, კაიდო სირელისმა განცხადა, რომ ,, შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში კატასტროფის რისკის შემცირებას ემსახურება”.
“შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში კატასტროფის რისკის შემცირებას ემსახურება. DIPECHO ევროკავშირის პროგრამას წარმოადგენს, რომლის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დახმარება, ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება“,- განაცხადა დელეგაციის წარმომადგენელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით, კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია შემუშავდა, სამოქმედო გეგმით, თავისი ბიუჯეტით და დღეს სახელმწიფოს ეს დოკუმენტი უკვე გააჩნია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან, რისი კიდევ ერთი დასტური დღევანდელი დღეა ’’,- განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, ECHO-ს სათავო ოფისი ყოველწლიურად ე.წ. „გაწეული საქმიანობის შეჯამების ღონისძიებას“ (DIPECHO Lessons Learned exercise) ატარებს, რომელიც წელს პირველად ევროკომისიის პრაქტიკაში, საქართველოში გაიმართა. ღონისძიება 20 ივნისს გაიხსნა და 21 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები