იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არ უნდა შეფერხდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არ უნდა შეფერხდეს. მისი თქმით, აუცილებლად უნდა დაიწყოს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობა.
„საკონსტიტუციო პროცესს არ უნდა შეექმნას შეფერხებები, რადგანაც ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს ცვლილებები არსებულ კონსტიტუციას აუმჯობესებს, ვენეციის კომისიის მთელი დასკვნა სწორედ იმაზეა აგებული, რომ ეს ცვლილებები არის პოზიტიური და ის, რაც 2010 წელს არ გაითვალისწინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის შენიშვნებიდან, მოხდება მათი გაზიარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები