ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს მოსკოვის კინოფესტივალზე აჩვენებენ

ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს „სავარძელი” მოსკოვის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავენ. როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან განუცხადეს, ფილმი სექციაში „ოსტატები” იქნება წარმოდგენილი. ჩვენება 28 ივნისს კინოთეატრ „ოქტიაბრში” გაიმართება. ფესტივალი მოსკოვში 22-29 ივნისს ტარდება.
აბსურდის სატირული ტრაგიკომედია არის გმირზე, რომელიც ძალაუფლებას კარგავს. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მინისტრის ცხოვრებაში სავარძელი ცოცხლდება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
სცენარის ავტორები არიან: გიორგი ცხვედიანი და ელდარ შენგელაია.
ფილმში მონაწილეობენ: ნიკა თავაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნატალია ჯუღელი, ნანა შონია, ვანო გოგიტიძე, ტრისტან სალარიძე, ვიტალი ხაზარაძე მერაბ გეგეჭკორი, ზუკა დარჯანია და სხვები.
პროდიუსერები: ნელი შენგელაია, ზურაბ მაღალაშვილი; ოპერატორი: გორკა გომეს ანდრეუ;  კომპოზიტორი: იოსებ ბარდანაშვილი; მხატვარი: გოგი მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები