ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის სახლში სროლა მოხდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის სახლში სროლის ხმა ისმოდა. სააგენტო „აბხაზია-ინფორმის“ ცნობით, სროლა ინვალიდების ფონდის ხელმძღვანელის, ბადრი აგრბას კაბინეტთან მოხდა. ამჟამად იმ პირის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს, რომელმაც სროლა ატეხა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სააგენტოს ცნობით, “ცეცხლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვეტერანმა გახსნა”.