ე.წ. სამხრეთ ოსეთში ერთ კვირაში 14 ბავშვს ეტეროვირუსი დაუდგინდა

ერთ კვირაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საავადმყოფოებში ენტეროვირუსის დიაგნოზით, 14 ბავშვი მოხვდა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, ვარვარა კოზაევას ინფორმაციით, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ეს პრობლემა უფრო მწვავე გახდა. მისი თქმით, ენტეროვირუსის სიმპტომებია მაღალი სიცხე, გამონაყარი და ყელის ანთება.
კოზაევას ინფორმაციით, 9 ბავშვი საავადმყოფოში დატოვეს, ხოლო 5 სახლში იმკურნალებს. საბავშვო ბაღებში, სადაც ინფიცირებული ბავშვები დადიოდნენ, დეზინფექცია ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები